ქვეყნის მასშტაბით უამინდობა 28 თემერვლამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის განცხადებით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში თოვა 27 თებერლამდე გაგრძელდება. 27 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან კი ამინდი გაუმჯობესდება. როგორც დოდო გვაზავა განმარტავს, 28 თებერვალს ღამის საათებში ქვეყნის მასშტაბით კონკრეტულ რეგიონებში ყინვა გაძლიერდება.