დიდთოვლობის გამო რთული ვითარებაა ბათუმშიც, სადაც თოვლის შედეგად, სახლის ნაწილი ჩამოინგრა - ნანგრევებში მოყოლილი ორი მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს. ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულელებებში სასწავლო პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ თოვლის მასის გამო გადაადგილება უჭირთ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არ იშურებენ ძალებს და დიდთოვლობის გამო გამოწვეულ პრობლემებს აქტიურად ებრძვიან.