უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 110 დრონი ჩამოაგდეს, - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 177 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 110 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 66 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები 10 ოლქში გაანადგურეს.