ევროინტეგრაცია და დასავლეთთან ურთიერთობები კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. მმართველი გუნდის მოლოდინია, რომ ევროპელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობები დიპლომატიური სტანდარტის დაცვით გაგრძელდება და უცხოელი ლიდერები ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არ ჩაერევიან. ურთიერთობების გადატვირთვისა და ევროინტეგრაციის პერსპექტივა, ქართული ოცნების პირობებში შეუძლებლად მიაჩნია ოპოზიციას. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება სრულ იზოლაციაშია, იმ მოვლენების გამო, რაც ბოლო თვეებია ქვეყანაშია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საერთაშორისო წნეხი გაგრძელდება, ვინაიდან მათი თქმით, პოლიტიკური რეპრესიები უყურადღებოდ ვერ დარჩება.