„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მზია ამაღლობელს აცნობეს მოსალოდნელი გართულებების შესახებ, თუმცა პატიმარი ჟურნალისტი საკუთარ პოზიციას არ ცვლის. ზურაბ ჩხაიძის თქმით, შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ, რაც პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე გაგრძელდება.