თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის საქმე განიხილა. მას 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. სასამართლომ ასევე განიხილა მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვის საქმეც. დღეს სასამართლოში ორმა ქიმიურმა ექსპერტმა მისცა ჩვენება.