იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, 26 თებერვლის შუადღის მდგომარეობით, იმერეთის მხარეში გარესამყაროს მოწყვეტილია - 149 სოფელი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილია ბუნებრივი აირის მიწოდება 237 აბონენტისთვის. ზალკალიანის განცხადებით, ზოგან "დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში“. რეგიონში მუშაობას მძიმე ტექნიკა. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალაც. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი 120 სანტიმეტრსაც აღწევს.