აშშ კვლავ უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა სერიოზულ წინადადებას არ წარმოადგენს. რუბიო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება, მაშინ ქვეყანამ რუსეთისგან თავის დასაცავად ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს. რუბიოს თქმით, უკრაინა გაცილებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის გადაჭრასაც ბირთვული იარაღი ვერ შეძლებს, გარდა ამისა აშშ-ის სახელმწიფიო მდივანი ცალსახად აცხადებს, რომ მსოფლიოს ნაკლები ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა სჭირდება.