მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 22 წლის თედო აბრამოვის საქმეზე დღეს პროკურატურის მოწმეებს დაკითხავენ. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პარალელურად, სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის საქმესაც. მას პროტესტის მიმდინარეობისას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.