“არა რუსულ ოკუპაციას" ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობის წინ მორიგი აქცია გაიმართა. სხვადასხვა ლოკაციიდან რამდენიმე საპროტესტო მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა, საიდანაც მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. პირველ გიმნაზიასთან დამონტაჟებული სცენიდან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და მოქალაქეებს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.