აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. ლევან მგალობლიშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ქვეყანაში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელა. მისივე დავალებით მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მინისტრები, მათი მოადგილეები მრჩეველები შედიან. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფის წევრები უკვე მიემგზავრებიან სამეგრელოს ზემო-სვანეთისა და იმერეთის რეგიონში, სადაც დროებით დევნლი მოსახლეობის განსახლების ადგილებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების ინდენტიფიცირება და მასზე მყისიერი რეაგირება მოხდება.