საქართველოში ისევ დიდთოვლობას ებრძვიან. უკვე მეორე დღეა გურიის რეგიონში თავდაცვის ძალები მოხალისეებთან ერთად სოფლად ჩარჩენილი მოქალაქეების დამხარებას ცდილობენ. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. მაღალმთიანი სოფლებში მყოფი ადამიანები ისევ დახმარებას ითხოვენ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, ორაგვის, არჩეულის სოფლებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ხეები. სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ელოდება.