ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში - „ქართული ოცნება“ ემზადება ახალი გამკაცრებული რეგულაციების მისაღებად, რომელიც მედიას შეეხება - რას გულისხმობს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები - Palitra News

ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში - „ქართული ოცნება“ ემზადება ახალი გამკაცრებული რეგულაციების მისაღებად, რომელიც მედიას შეეხება - რას გულისხმობს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები

2025-02-25 20:44:01+04:00

ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში - „ქართული ოცნება“ ემზადება ახალი გამკაცრებული რეგულაციების მისაღებად, რომელიც მედიას შეეხება. პარლამენტში უკვე არის პროექტი, რომელიც რამდენიმე სიახლეს, მათ შორის მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, ასევე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას პოზიციის გამოხატვის შეზღუდვას ეხება. კანონით ასევე საავტორო გადაცემის სტანდარტები განისაზღვრება. ამავე დროს უკვე დაინიცირებულია სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატების ინიციატივა და აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტი. რას გულისხმობს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და რა შეფასებები ვრცელდება საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე.