დღეს, „ქართული ოცნებისა“ წარმომადგენლებმა და მათმა ოპონენტებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ კიდევ ეს ტრაგიკული თარიღი ერთხელ გაიხსენეს და იუნკერთა თავგანწირვის მაგალითზეც ისაუბრეს. ასევე ადგილზე სხვადასხვა შინაარსის პოლიტიკური განცხადებაც მოვისმინეთ. კონკრეტულად რა ხდებოდა დღეს ამ ადგილზე და რაზე ისაუბრეს პოლიტიკურმა მხარეებმა, ამას ცარო კირვალიძე გაგვაცნობს.