საქართველოში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დღეს დედაქალაქში საპროტესტო მარშები სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ. ამ წუთებში საპროტესტო მსლვლელობა გმირთა მოედანზე გრძელდება. მათ პატივი მიაგეს იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში 104 წლის წინ გმირულად დაეცა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, სიმბოლურია ეს თარიღი და ის ფაქტიც, რომ მოქალაქეები დღესაც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.