გაერო-ს უშიშროების საბჭომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 10-მა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა, ხუთმა ქვეყანამ კი - საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, დანიამ, საბერძნეთმა და სლოვენიამ - თავი შეიკავა. რა წერია რეზოლუციაში და როგორია გამოხმაურებები საკითხზე