“ქართული ოცნება” ახალი გამკაცრებული რეგულაციების მისაღებად ემზადება, რომელიც მედიას შეეხება - რა შეფასებები ვრცელდება საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე - Palitra News

“ქართული ოცნება” ახალი გამკაცრებული რეგულაციების მისაღებად ემზადება, რომელიც მედიას შეეხება - რა შეფასებები ვრცელდება საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე

2025-02-25 16:08:12+04:00

ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში - “ქართული ოცნება” ახალი გამკაცრებული რეგულაციების მისაღებად ემზადება, რომელიც მედიას შეეხება. პარლამენტში განსახილველად უკვე დევს პროექტი, რომელიც რამდენიმე სიახლეს, მათ შორის მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, ასევე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას პოზიციის გამოხატვის შეზღუდვას ეხება. ამავე დროს უკვე დაინიცირებულია “სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების ინიციატივა და აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტი. რა შეფასებები ვრცელდება საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე.