თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს. მას “მტკვარი ჰესის“ საქმეში სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან. თავად ბაჩიაშვილი მის წინააღმდეგ წარმოებულ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს ფაბრიკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ახდენს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალის წარდგენის შემდეგ, ბაჩიაშვილმა დეტალურად განმარტა მისი უფლებამოსილება „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და ასევე, დეტალურად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც, პროექტის ექსპლუატაციის ვადები გაიწელა და ამასთან, საინვესტიციო მოცულობაც გაიზარდა. კონკრეტულად რა ნაწილში ამტყუნებს სახელმწიფო ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეში და როგორია თავად ბრალდებულის პასუხი ახალ ბრალთან დაკავშირებით.