104 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან და საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადებული 25 თებერვალი. კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა. დღეს უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში და იუნკერთა თავგანწირვის მაგალითზე ისაუბრეს.