მიწის ნაკვეთზე ფასები მზარდია. 2025 წლის ბოლოდან კი იმაზე მეტად გაძვირდება, ვიდრე ბროკერები ელოდნენ. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაკავებული ადამინები გასული წლის შედეგებს აფასებენ და მიმდინარე წლის პერსპექტივებს განიხილავენ. მათი შეფასებით, გასულ წელს ქვეყანაში მიწის ნაკვეთების ბაზარი, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო, რადგან აქტიურობა ამ ბაზარზე ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზეა დამოკიდებული. 2022 წლის შემდეგ, როცა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიბს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირა და 2.25 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 2023 წლისთვის უკვე 1.9 მლრდ დოლარამდე შემცირდა, 2024 წლის 9 თვის მონაცემებით კი 966 მლნ დოლარი იყო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანმა შემცირებამ კი პირდაპირი გავლენა იქონია მიწის ნაკვეთების ყიდვა/გაყიდვის სფეროზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთები არ გაიყიდა იმ რაოდენობით, რისი მოლოდინიც ამ ბიზნესით დაკავებულ კომპანიებს ჰქონდათ. რთული გასული წლის შემდეგ, ბროკერებს წელს უფრო პოზიტიური მოლოდინები აქვთ და ბაზრის გააქტიურებას უკვე 2025 წლის ბოლოდან ელიან. საკუთრი მოლოდინების გასამყარებლად კიდევ ერთი გარემოებას ასახელებენ,
2022-2023 წლებში მეტად გააქტიურებული მეორადი უძრავი ქონების ბაზარი, რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების შემოსვლით. სწორედ ამ პერიოდში იჯარის ფასები გასამმაგდა, შესაბამისად, ის ვინც ფიქრობდა მიწის ნაკვეთის შეძენას და სახლის აშენებას, საცხოვრებელი უძრავი ქონების მეორად ბაზარზე გადაერთო, რადგან კარგ ფასად ქირავდებოდა. ახლა კი მოთხოვნა მეორად უძრავი ქონების ბაზარზე შემცირებულია, შესაბამისად უძრავი ქონების აგენტებს მოლოდინი აქვთ, რომ მოთხოვნაცა და ფასებიც მიწის ნაკვეთების შემთხვევაში გაიზრდება. პირველ რიგში კი ვარაუდობენ, რომ მიწის ნაკვეთების ფასები გაიზრდება თბილისში, თბილისის შემოგარენში, ბათუმში, ბათუმის შემოგარენსა და შესაძლოა, ქუთაისშიც.