სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი, ამერიკული "ფარას" ანალოგი კანონპროექტი და მედიის კანონის ე. წ ბრიტანული მოდელი - ეს ის საკანონმდებლო ცვლილებებია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიუროს სხდომაზე უკვე დააინიცირა და მათზე მუშაობას საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.
თითოეული კანონი გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბოლო დროს მიღებული და დაანონსებული კანონების მიზანი სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაა. „ვერ დაგვაშინებთ“ - სწორედ ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ მათივე ოპონენტების მთავარი სათქმელი. ოპოზიციის მოსაზრებას იზიარებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.