იუნკერების მემორიალთან მოვიდნენ როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მთავრობის მეთაურებმა განაცხადეს, რომ 3 წლის წინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, მსგავსი რისკი არსებობდა, თუმცა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნდა. ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს თარიღი უდიდესი თავგანწირვისა და თავდადების მაგალითია. ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა და თუ რას აცხადებენ ადგილზე მისული პოლიტიკოსები დღევანდელ დღესთან დაკავშირებით.