რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დონალდ ტრამპი არა მხოლოდ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, არამედ, იმას აკეთებს, რაც სურს. პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით თავისუფალი ხელი აქვს, თუმცა კონფლიქტის არსებითი გადაწყვეტის საკითხის დონალდ ტრამპთან განხილვა ჯერ არ მომხდარა.
მისივე თქმით, რუსეთს მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა სურს, მაგრამ ამას ხელს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უშლის.
ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს - და სხვებს - "უფლება აქვთ და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ" მოლაპარაკებებში უკრაინაში ომის საკითხის მოსაგვარებლად.
პუტინმა ინტერვიუში თქვა, რომ მზად არის იმუშაოს "უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკელებთან" უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში იშვიათი ლითონებისა და სტრატეგიული მინერალების მარაგების განვითარებაზე.