აშშ-ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოზე დაინიცირებულ რეზოლუციას „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს. სწორედ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალური ვაშინგტონის ინიციატივას მხარი დაუჭირა. იქნება თუ არა „ქართული ოცნების" ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა - ამაზე ოპოზიციას ცალსახა პასუხი აქვს. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ ამ პირობებში შეერთებულ შტატებთან ვერც ურთიერთობები გადაიტვირთება და ვერც სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საზოგადოებას მცდარ ილუზიას უქმნის, თითქოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობები გადაიტვირთებოდა.