გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. უკრაინისა და ევროკავშირის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გმობს მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 18-მა მისცა, ხოლო 65-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა აშშ-მა და რუსეთმა მისცეს. საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის შესახებ აშშ-ის ინიცირებულ რეზოლუციასაც დაუჭირა მხარი, თუმცა მასში ცვლილებები იქნა შეტანილი, კერძოდ, ცვლილებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ.
ასევე ცვლილება იმის შესახებ, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერო-ს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი 93-მა წევრმა სახელმწიფო დაუჭირა, 73-მა თავი შეიკავა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
რეზოლუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ აშშ-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ასევე თავი შეიკავა საქართველომაც