სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი, ამერიკული "ფარას" ანალოგი კანონპროექტი და მედიის კანონის ე.წ. ბრიტანული მოდელი - ეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე დააინიცირა. მათზე მუშაობას კი საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.
თითოეული კანონი გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბოლო დროს მიღებული და დაანონსებული კანონების მიზანი სამოქალაქო საზოგადოების დაშინება. ვერ დაგვაშინებთ - ეს არის ქართული ოცნებისთვის მათივე ოპონენტების მთავარი სათქმელი.