კომუნიკაციების კომისიამ არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, კონსულტანტ მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა - Palitra News

კომუნიკაციების კომისიამ არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, კონსულტანტ მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2025-02-25 09:32:09+04:00

კომუნიკაციების კომისიამ არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, კონსულტანტ მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლებიც ბოლნისის, ახალციხის, ახალქალაქის, გარდაბნის, წალკისა და მარნეულის არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საგნის ინტეგრირებას შეუწყობენ ხელს. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებს და საგაკვეთილო პროცესში მედიაწიგნიერების ინტეგრირებისა თუ მოზარდების ჩართულობის გაზრდის პრაქტიკულ მეთოდებს გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ ComCom-ის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის ძალისხმევით, 2024 წლიდან მედიაწიგნიერების საგანი უკვე საქართველოს 227 სკოლაში ისწავლება.