ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილეს. აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და საქართველოს პროევროპულ კურსზე დაბრუნება - ეს იყო საკითხებია, რაზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისაუბრა. კაია კალასი ამბობს, რომ საქართველოში არსებული ვითარება და ხელისუფლების საგარეო კურსი ევროპულ ღირებულებებს მკვეთრად ეწინააღმდეგება. ოპოზიციის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პარტნიორების წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება და ისინი ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას უყურადღებოდ არ დატოვებენ.