უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 3 წელი გავიდა. ომში მყოფი ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისთვის 13-ი სახელმწიფოს ლიდერს ელოდებიან. ამ წუთებში უკრაინაში ბალტიის ქვეყნების, ჩრდილოეთ ევროპის, ესპანეთისა და კანადის ლიდერები, ასევე ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები იმყოფებიან. ამავდროულად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცეს. ამასთან ერთად, სანქციების მასშტაბური პაკეტი ავსტრალიამაც წარადგინდა. რას აცხადებენ საერთაშორისო ლიდერები უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ და რა მოლოდინი აქვთ ქართველ მებრძოლებს.