გადაიტვირთება თუ არა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა? „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხზე პოზიტიური მოლოდინი აქვს - მმართველ პარტიაში ამერიკულ მხარეს სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლებას სთავაზობენ და ირწმუნებიან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით სერიოზულად მას შემდეგ დაინტერესდება, რაც რუსეთისა და უკრაინის ომის საკითხს მოაგვარებს.