ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი ნათია ჯანაშია, ინვესტორებთან დავას განაგრძობს. როგორც აკადემიის სამართლებრივმა წარმომადგენელმა განაცხადა, ინვესტორის "საქართველოს განათლების ჯგუფის" მიზანი მხოლოდ ფინანსური ამონაგების მიღეებაა და არა სკოლის განვითარებაზე ზრუნვა. როგორც იურისტიმა იმედა დვალიძემ განაცხადა, ოფიციალური ხელშეკრულება 2019 წელს დაიდო, რითაც ინვესტორი სკოლის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ვალდებულებას იღებდა, თუმცა "განათლების ჯგუფი" ამ ვალდებულებების შესრულებაზე კვლავ უარს აცხადებს. ნათია ჯანაშიას სამართლებრივი წარმომადგენელი მიიჩნევს, ინვესტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნათია ჯანაშია, ოფიციალურად დირექტორის პოზიციიდან გადააყენონ. მისი თქმით, ახალი დირექტორის არჩევის წესი ხარვეზებით ჩატარდა და განცხადება ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე საჯარო რეესტრმა დაახარვეზა, თუმცა მისი თქმით, ინვესტორები სკოლის ტერიტორიაზე შესვლისას 21 თებერვლის საჯარო რეესტრის პარტნიორთა კრების ოქმს იშველიებდნენ, რომლის მიხედვითაც სკოლის დირექტორი ნათია ჯანაშიას ნაცვლად, იოჰან ვან ლილია.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი ნათია ჯანაშია, ინვესტორებთან დავას განაგრძობს - აკადემიის სამართლებრივი წარმომადგენლის განცხადებით, ინვესტორის "საქართველოს განათლების ჯგუფის" მიზანი მხოლოდ ფინანსური ამონაგების მიღეებაა და არა სკოლის განვითარებაზე ზრუნვა