„ქართული ოცნება“ თვითმართველობის არჩევნებისთვის ემზადება - უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ზუსტრად 5 თვეში ამ გზით პოლიტიკური პარტიებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი რეიტინგი შეამოწმონ. ვიდრე მმართველი პარტია ხელახალი არჩევნების მოთხოვნას სულელურს უწოდებს, უცვლელია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც თვეებია რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების გადაწყვეტილებებს აპროტესტებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილებას არ მიიღებენ და ქვეყნის კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთ გზად მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ხედავენ.