გადაიტვირთება თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები- ამაზე ოპოზიციას ცალსახა პასუხი აქვს. ფიქრობენ რომ ეს ,,ქართული ოცნების" პირობებში შეუძლებელია. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ ისევე როგორც საქართველოს, შეერთებულ შტატებსაც თავისი ინტერესები აქვს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ დონალდ ტრამპი ,,ქართული ოცნების" ღიად ანტიდასავლურ პოლიტიკას არ შეეგუბა. რა მოლოდინები აქვს ,,ქართულ ოცნებას" და რამდენად რეალურია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენა.