გერმანიის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობლია - დოიჩე ველეს ინფორმაციით, ბუნდესტაგის არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა - ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა 28,6%-ით გაიმარჯვა, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 20,8%-ით, მესამე ადგილზეა მემარცხენე ცენტრისტული „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ 16,4%-ით. შედეგებით მეოთხეა ადგილზეა მემარცხენე ლიბერალური „ალიანსი 90/მწვანეები“ , მეხუთე ადგილს იკავებს „მემარცხენე პარტია“ . დანარჩენმა პარტიებმა კი პარლამენტში შესვლისთვის საჭირო 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.