შვედეთი უკრაინას 113 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს - Palitra News

შვედეთი უკრაინას 113 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

2025-02-24 09:22:14+04:00

შვედეთი უკრაინას 113 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. მათივე განცხადებით, სტოკჰოლმი კიევს Robot 70-ის და Tridon-ის სისტემებს გადასცემს. შვედი მაღალჩინოსნების განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერით საკუთარ უსაფრთხოებას გააძლიერებენ