გაერო-ს უშიშროების საბჭოზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს - Palitra News

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს

2025-02-24 09:16:53+04:00

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს, ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, რეზოლუციის ერთადერთი თანასპონსორი საქართველოს მთავრობაა. გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციის კანონპროექტში, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, ნათქვამია, რომ ის „ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას“ და გლოვობს „ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“. ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციაში არ არის მითითებული, თუ ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ. ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ უკრაინისგან მოითხოვს, გაიწვიოს რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს ადანაშაულებს.