გორში 2 ახალგაზრდა დაჭრეს - Palitra News

გორში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

2025-02-23 18:52:09+04:00

გორში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობისა მცდელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი არასრულწლოვანია.