პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - Palitra News

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

2025-02-22 21:45:57+04:00

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

პროტესტის 87-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.