ვიდრე 24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს თაობაზე განცხადებებს, მოვისმენთ იქამდე, რა გზავნილებიი მიიღო საქართველომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის შეხვედრაზე? - თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელს , კარინა ოდებრინკს საქართველოს მმართველი გუდნდის წინააღმდეგ კრიტიკა არ დაუმალავს. მან საქართველოსთან მიმართებით მზარდი შიდა პოლიტიკური რეპრესიები, ამომარჩეველთა დაშინება და პოლიტიზირებული მედია პროპაგანდის შემთხვევები ახსენა. ამის საპაუხოდ, ქართული დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა ეუთოს მომხსენებლს მიმართა, რომ ვისთან მიმართებითაც სიტყებს პოლიტიკურ რეპრესიებს იყენებენ არიან ის პირები, რომელებიც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ. ვიდრე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის შეხვედრაზე კონკრეტული მომხსენებლები საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ, ქართული ოცნების დელეგაციის წევრები კრიტიკოსებს საკუთარი პოლიტიკის სისწორეში არწმუნებდნენ.