აშშ-ის მედია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ - “ესოშიეიდ პრესი“ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. ჩივილის მიზეზი თეთრი სახლის მიერ სააგენტოს ჟურნალისტებისთვის პრეზიდენტთან წვდომის შეზღუდვაა. თეთრი სახლის ცნობით, Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში და პრეზიდენტის თვითმფრინავზე იმის გამო არ უშვებენ, რომ სააგენტო “ამერიკის ყურეს“ კვლავ “მექსიკის ყურედ“ იხსენიებს. თავის მხრივ მედია განმარტავს, რომ აშშ-ის ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უფლება არ აქვს და ეს საკითხი ამერიკელ ხალხზე ცუდად აისახება.