ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იანი წილის მფლობელი, ნათია ჯანაშია ირაკლი გილაურის კომპანიას ბრიტანულ-ქართული აკადემიის უკანონო მითვისებაში ადანაშაულებს - Palitra News

ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იანი წილის მფლობელი, ნათია ჯანაშია ირაკლი გილაურის კომპანიას ბრიტანულ-ქართული აკადემიის უკანონო მითვისებაში ადანაშაულებს

2025-02-22 20:08:06+04:00

ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იანი წილის მფლობელი, ნათია ჯანაშია ირაკლი გილაურის კომპანიას ბრიტანულ-ქართული აკადემიის უკანონო მითვისებაში ადანაშაულებს. ჯანაშიას სამართლებრივი წარმომადგენელი აცხადებს რომ საჯარო რეესტრმა მაინც დაარეგისტრირა პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც მისი თქმით, ფაქტობრივად არ ჩატარებულა. ოქმის მიხედვით, ბრიტანულ-ქართულ აკადემიის დირექტორი შეიცვალა და ის ნათია ჯანაშია აღარ იქნება. დაცვის სასმახურმა ახალი დირექტორის წარმომადგენლები შენობაში არ შეუშვა. აკადემიის შენობასთან მობილიზებული იყო პოლიციაც. ჯანაშიასა და საქართველოს კაპიტალს შორის სამართლებრივი დავა წილების გასხვისებასა და აღებული ვალდებულებების შეარულების საკითხს მოჰყვა. ჯანაშიას სამართლებრივი წარმომადგენელი ამტკიცებს რომ გილაურმა წილის შესყიდვის შემდეგ სკოლაში დაპირებული ინვესტიციები არ განახორციელა, რის გამოც ისინი გაფორმებული შეთანხმების შეცვლას ითხოვენ.