„- გაბედე პროტესტი ყოველდღე!” , კი ევროპას, არა რუსეთს! სამშობლოს სამსახურში!“ „ბრძოლა გამარჯვებამდე““ - ეს საქართველოში დღეს დაანონსებული აქციების ლოზუნგებია. პროტესტის 87-ე დღეს მოქალაქეები თბილისში საბოლოო შეკრების უცვლელ ადგილას პარლამენტის შენობასთან კვლავ შეიკრიბებიან. პარალელურად, პროტესტის ფარგლებში ველოსიპედის ძეგლთან მოიყრიან თავს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები. დედაქალაქის გარდა, რეგიონებში, მათ შორის გორში, ახალაციხეში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ჩხოროწყუში საპროტესტო აქციებზე გამოსული მოქალაქების მოთხოვნები საერთოა - დემონსტრანტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები გათავისუფლებას ითხოვენ.