რა გზავნილებს მიიღებს საქართველო ევროკავშრისგან ამჯერად 24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე - Palitra News

რა გზავნილებს მიიღებს საქართველო ევროკავშრისგან ამჯერად 24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

2025-02-22 20:05:29+04:00

რა გზავნილებს მიიღებს საქართველო ევროკავშრისგან ამჯერად 24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე? 4 დღით ადრე პოლიტიკური მხარეები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ. არსებული ინფორმაციით,მინისტრები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის შესახებ საკითხებს განიხილავენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ საუბარი ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციებსა და მათი არალეგიტიმურობის საკითხს შეეხება. ისინი ევროპელი დიპლომატებისგან კრიტიკული გზავნილების გაჟღერებას ელოდებიან.