რა გზავნილებიი მიიღო საქართველომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის შეხვედრაზე, სადაც სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს? თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელს , კარინა ოდებრინკს კრიტიკა არ დაუმალავს. მან საქართველოსთან მიმართებით მზარდი შიდა პოლიტიკური რეპრესიები, ამომარჩეველთა დაშინება და პოლიტიზირებული მედია პროპაგანდის შემთხვევები ახსენა. ამის საპაუხოდ, ქართული დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა ეუთოს მომხსენებლს მიმართა, რომ ვისთან მიმართებითაც სიტყებს პოლიტიკურ რეპრესიებს იყენებენ არიან ის პირები, რომელებიც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ. ვიდრე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის შეხვედრაზე კონკრეტული მომხსენებლები საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ, ქართული ოცნების დელეგაციის წევრები კრიტიკოსებს საკუთარი პოლიტიკის სისწორეში არწმუნებდნენ.