აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ. - უცხოური გამოცემების ცნობით, შეთანხმებაზე ხელმოწერის მიუხედავად, პირობები ჯერ-ჯერობით დასრულებული არ არის. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებში დიდი როლი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ითამაშა, რომელიც კიევში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა, შესაძლებელი იყო ილონ მასკს ომში მყოფი ქვეყნისთვის საკუთარი ინტერნეტის მიწოდება შეეჩერებინა.