ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს. - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება გადაწყვეტილი აქვს და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს. რუბიო განმარტავს, რომ გაერო თავის ფუნდამენტურ დანიშნულებას უნდა დაუბრუნდეს, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნებასა და დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ითვალისწინებს.