ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 24 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე დროს საქართველოს საკითსაც დაუთმობენ. მინისტრები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის შესახებ საკითხებს განიხილავენ. რა გზავნილს მიიღებს საქართველო ევროკავშრისგან ამჯერად? - საკითხზე ქართველი პოლიტიკოსები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ საუბარი ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციებსა და მათი არალეგიტიმურობის საკითხს შეეხება. თუმცა ვიდრე, ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების გზავნილებს გავიგებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და კომისარმა მარტა კოსმა ჯერ კიდევ 2 და 7 იანვარს მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავონ ახალი რეპრესიული კანონების მიღებისაგან.