სალომე ზურაბიშვილი - 7 წლის წინ, ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა - ჩვენ თავისუფლებისთვის, არჩილისთვის და საქართველოსთვის მტკიცედ ვდგავართ - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - 7 წლის წინ, ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა - ჩვენ თავისუფლებისთვის, არჩილისთვის და საქართველოსთვის მტკიცედ ვდგავართ

2025-02-22 17:17:32+04:00

7 წლის წინ, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს - ჩვენ თავისუფლებისთვის, არჩილისთვის და საქართველოსთვის მტკიცედ ვდგავართ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ისტორია გმირების ზურგზეა ნაშენები. 7 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს. მისი ნაწამები ცხედარი 26 დღის შემდეგ დააბრუნეს - რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ თავისუფლებისთვის, არჩილისთვის და საქართველოსთვის მტკიცედ ვდგავართ. არასდროს დავივიწყებთ!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.