Sky News - „ჰამასმა“ ხუთი მძევალი გაათავისუფლა - Palitra News

Sky News - „ჰამასმა“ ხუთი მძევალი გაათავისუფლა

2025-02-22 15:11:02+04:00

„ჰამასმა“ ხუთი მძევალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„ჰამასმა“ 27 წლის ელია კოენი, 39 წლის ავერა მენგისტუ, 40 წლის ტალ შოჰამი, 22 წლის ომერ სემ ტოვი და 23 წლის ომერ ვენკერტი გაათავისუფლა.

„ჰამასი“ კიდევ ერთ მძევალს, 36 წლის ჰიშამ ალ-საიდს მოგვიანებით გაათავისუფლებს.

სანაცვლოდ, ისრაელი დღეს 602 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან „ჰამასმა“ 29 მძევალი გაათავისუფლა.