ამერიკის პრეზიდენტის მორიგი კრიტიკული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ - დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის - Palitra News

ამერიკის პრეზიდენტის მორიგი კრიტიკული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ - დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის

2025-02-22 12:58:12+04:00

ამერიკის პრეზიდენტის მორიგი კრიტიკული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ - დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. მისი განცხადებით, ზელენსკიმ რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან სამ წელიწადში ომის დასრულება ვერ მოახერხა. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის წინამორბედს, ჯო ბაიდენს ომის აღკვეთა შეეძლოთ.